- “მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ“, – ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ხელწერილში, რომელიც მესამე პრეზიდენტის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო ხვალ, 9 დეკემბერს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.