“ქართული ოცნების” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე ჩამოსულ კახი კალაძეს “ცენტრალური სუპერმარკეტის” მოვაჭრეთა სახელით წერილი გადასცა “სუპერმარკეტის” თანამშრომელმა ნონი ნიჟარაძემ. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bH6RwZ8BeDQ[/embedyt]
მან სთხოვა კალაძეს დაინტერესებულიყო და შეესწავლა მოვაჭრეთა საქმე. ნონი ნიჟარაძემ კახი კალაძეს ისიც უთხრა, რომ ის სპორტსმენების ქომაგია და წლების მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ “ლაზიკას” სპონსორი.
ბაზარში მოვაჭრეები აპროტესტებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს «ლონდასტერის» მიერ მათთვის შეთავაზებულ პირობებს.