ზუგდიდში მოხუცთა თავშესაფრის მოწყობისათვის


როგორც ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, სერიოზულ ფაზაში შედის საკითხი ზუგდიდში მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის შესახებ. ” ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, ქალაქის მერის მოადგილე კობა ჯიქიადა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის – “აფხაზეთის”  წარმომადგენლებს  შეხვდნენ.
პროექტების კოორდინატორს ნუკრი მილორავასთან, ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს ირაკლი ტაბაღუას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
 საუბარი შეეხო ქალაქ ზუგდიდში მოხუცთა თავშესაფრის მოწყობას. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

გიორგი თოდუას განცხადებით, „ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს თავშესაფრის შენობით უზრუნველყოფის საკითხზე, ხოლო ცენტრი „აფხაზეთი“ და არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების მხარდაჭერით, უზრუნველყოფენ თავშესაფრის აღჭურვას საჭირო ინვენტარით, ასევე ბენეფიციარებისთვის საჭირო სერვისის გასაწევად ფინანსების გამოყოფას.“-ნათქვამია განცხადებაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!