საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი გამოავლინეს


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი, რაზეც ათი პირი პასუხისგებაში მისცეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტის უცხოური ვალუტა.

აღნიშნული სახის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!