ზუგდიდში საცხენოსნო შეჯიბრის ტრადიცია აღდგა


  • ზუგდიდში, სოფელ ოირემეში  საცხენოსნო შეჯიბრი ,,ზუგდიდის თასი-2022”  გაიმართა. ცხენოსნობის შვიდ ეროვნულ სახეობაში შეჯიბრში მონაწილეობას საცხენოსნო კლუბები მთელი საქართველოდან იღებდნენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ. დოღი სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ორგანიზატორია საცხენოსნო კლუბი ,,ხარება”. შეჯიბრი გაიმართა: საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით.

ოირემეში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ..

როგორც ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ეს არის საცხენოსნო სკოლისა და საერთო ტრადიციის აღდგენა, რომლითაც გამოირჩეოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მამუკა წოწერიამ მადლობა გადაუხადა, ღონისძიების ორგანიზატორს მამა იაკობ ეხვაიასა და სპონსორებს თანადგომისთვის.

ღონისძიების სპონსორები არიან: ბაზის ბანკი, დადიანი რეზიდენსი და პირველი მოლი რეგიონში – ზუგდიდი მოლი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!