ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა


  • ოკუპირებელი აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ასლან ბჟანია ლუკაშენკოს მიესალმა და აღნიშნა, რომ 1996 წელს, დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე სწორედ ლუკაშენკომ გამოთქვა წინააღმდეგობა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის მიმართ. თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განიხილა აფხაზეთის საკითხი და ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.

„საჭიროა დახმარება, რომ ეს აყვავებული მხარე, ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ „რუსეთი მზად არის მხარდაჭერისთვის“.

ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „აფხაზეთში მისი ჩასვლა არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ ვითარებასთან“.

„ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ და გამოთქვა ინიციატივა, „განიხილონ საკითხები, როგორ გააუმჯობესონ ურთიერთობები”.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!