ზუგდიდში კლასიკური მუსიკის პირველი ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა


  • “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველწლიურად ზუგდიდში ჩატარდება. ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი.
,,ზუგდიდის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა: მიტროპოლიტ გერასიმეს – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს; რაულ ჩილაჩავას – პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და დიპლომატს; პანტიკო თორდიას – 2000-2013 წლებში თბილავიამშენის გენერალურ დირექტორს.

,,საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა: ლილი ბერაიას – ფილოლოგ-კავკასიოლოგს, წლების განმავლობაში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს; ზაურ ბულიას – ყოფილ ფეხბურთელს, სხვადასხვა დროს საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს, ზაურ შეროზიას – დამსახურებულ მედიკოსს, პედიატრს, წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!