- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” მიხეილ ( მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, ზუგდიდელი მხატვრის – ასმათ ალანიას შემოქმედებითი ტილოების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
მხატვარმა ვერნისაჟზე წარმოადგინა, როგორც ძველი, ასევე ახალი ნამუშევრები. ძირითადად – ფეწერული და გრაფიკული ჟანრის ნამუშევრები.
გამოფენა 30 სექტემბრამდე გასტანს.