ზუგდიდი ევროკავშირის პროექტ EU4Culture გამარჯვებულია


  • ზუგდიდმა ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებს.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დადიანების სასახლეთა ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად 30 000 ევროს ოდენობით ევროკავშირის გრანტები მიიღეს. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ კულტურის განვითარების სტრატეგიების შეფასების შემდეგ პროექტის კონსორციუმმა გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა.

ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ზუგდიდმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა; ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა. EU4Culture-ს მიზანია, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

ნიკოსეულ სასახლეში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეები და პროექტ EU4Culture-ის პროექტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!