- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომლობით, შ.პ.ს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მეორე დღეა მიმდინარეობს.
ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან ხელაშვილია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი გაეცნო.
უწყების ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ.