- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე, ბუნგალოები დაიდგა.
როგორც ბოტანიკური ბაღის ახალმა დირექტორმა შალვა აგუმავამ “ზუგდიდელებს” უთხრა, ბუნგალოები ჩვენი თანაქალაქელების თხოვნით განთავსდა და უფრო წვიმიან ამინდებში თავშესაფარის მოვალეობას შეასრულებს. ხის ნაგებობის შიგნით დამონტაჟდება ჩამოსაჯდომი და მაგიდა.