ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი განახლდა


  • 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოცდაორივე საბავშვო ბაღში.

ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ 19 სექტემბრიდან ამ ბაღებს შეუერთდება ახალი მე-18 საბავშვო ბაღი.

“19 სექტემბერს, ლაღიძის ქუჩაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების, 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნება. მშენებლობა ლტოლვილთა დანიის საბჭომ, პროექტის “ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მე-18 საბავშვო ბაღში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია თვის ბოლომდე გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ ახალი საწავლო წლისთვის ზუგდიდის საბავშვო ბაღებს 999 აღსაზრდელი დაემატა. შემთხვევით ვსარგებლობ და მინდა ყველა აღსაზრდელს, პედაგოგს, მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და ვუსურვო წარმატებები”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!