- საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიან. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის და გერმანიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ დოკუმენტში წერია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეაჩეროს რუსი ტურისტების ვიზიტი ეკონომიკურ ბლოკში.
„ჩვენი სავიზო პოლიტიკა უნდა აგრძელებდეს ევროკავშირში ხალხთა შორის კონტაქტების არსებობას რუსი ეროვნების ხალხთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა დღეს პრაღაში გაიმართება, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტა იქნება.