ზუგდიდელმა ძალოსნებმა ოთხი მედალი მოიპოვეს


  • საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საჩხერეში, ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირის პირველ ორ დღეს, 20 წლამდე ძალოსანთა შორის, ზუგდიდელმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლუკა შარიამ მოიპოვა. მან 70/90/160 სიმძიმე დაძლია.

გოგა ჯაჯვანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში (113/129/242).

ნიკოლოზ ესართია კი, შეჯიბრის გამარჯვებული გახდა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში (141/170/311).

პირველი ადგილი ასევე დაიკავა 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მანუჩარ გოგოხიამაც (52/183/345).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!