- ზუგდიდელმა გიორგი ბიგვავამ მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრი თურქეთში, ქალაქ ერზურუმში მიმდინარეობდა. ინფორმაციას კრივის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი, ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს შეხვდა და 5:0 დაამარცხა.