- აგვისტოს ომის მეთოთხმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში “დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ პუტინის საწინააღმდეგო ბანერი გააკრა.
“რუსეთი ოკუპანტია”, “პუტინი ტერორისტია” – ამ შინაარსის წარწერებია ბანერზე დატანილი.
ინფორმაციისთვის: პუტინის საწინააღმდეგო ბანერის გაკვრა მარიამ სიჭინავამ რამდენიმე დღის წინაც დაანონსა.