ზუგდიდს 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2 მიკროავტობუსი უკვე ადგილზეა, მესამე კი მუნიციპალიტეტს სექტემბერში გადაეცემა.

მიკროავტობუსები მერიას, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა მაიორ დანიელ სეკულამ და ჰუმანიტარული პროგრამის მენეჯერმა თამარ რურუამ გადასცეს.

პროექტის ღირებულება 207 000 დოლარია და მისი მიზანი შშმ პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებაა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!