- სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU 2023 წლის სექტემბრიდან, სტუდენტებს შესთავაზებს საერთო საცხოვრებლის სერვისს.
1300-ადგილიანი, სტუდენტური საცხოვრებელი SEU-ს კამპუსის მახლობლად (ფეხით სავალ მანძილზე), სიმწვანით გარშემორტყმულ გარემოში, უახლესი სტანდარტებით შენდება, რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციით, ინტერიერის დიზაინითა და კომფორტული საცხოვრებელი სივრცით.
სტუდენტური საცხოვრებელი სრულად აღჭურვილი იქნება საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით;
საცხოვრებელს დაიცავს დაცვის პოლიცია.
სტუდენტურ საცხოვრებელში გათვალისწინებულია:
- კაფეს სერვისი;
- დასუფთავების სერვისი;
- ბიბლიოთეკა;
- სამეცადინო სივრცეები.