- პრემია “საბას” 2022 წლის ფინალისტები ცნობილია. ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია ცნობილია 7 ნომინაციაში.
ფინალისტებს შორის ერთ-ერთია ზუგდიდელი ილია ჭანტურია. პრემიაზე წარდგენილია მისი სადებიუტო რომანი “გემი დავლანდე” (“არტანუჯი”).
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
წელს, ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეო თარიღია – კონკურსი მეოცედ გამოცხადდა.