კელი დეგნანის ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის უნივერსიტეტში


  • ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ ისაუბრა უნივერსიტეტის როლსა და მისიაზე რეგიონში, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთის) სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმებს.

რექტორმა მიმოიხილა ამერიკის საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტები და მადლიერება გამოხატა ამერიკის საელჩოსა და ზოგადად, ამერიკელი ხალხის მიმართ.

ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის მყარ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობაზე უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ის საელჩოს შორის თანამშრომლობა წლებია ხორციელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!