დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 768 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის


  • დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 768 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ექვსი თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7000-მდე ოჯახი განსახლდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!