- დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა ვიქტორინა-კონკურსი “ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია” ფინალური შეხვედრა, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, უფლისწულ ნიკო დადიანის დიდ დარბაზში ჩაატარა (პროექტის ავტორი: თეონა ხუბულავა).
ვიქტორინა-კონკურსის ფინალში ზუგდიდის საჯარო სკოლების 6 გუნდი მონაწილეობდა. თამაშში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი მამუკა წოწერია და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ბატონი ანზორ ოყუჯავა ჩაერთო. მათ მონაწილეებს შეკითხვები დაუსვეს.
გამარჯვებული IV საჯარო სკოლის გუნდი „კამელოტი“ გახდა, რომელსაც მთავარი პრიზი, წიგნები და დიპლომები, ხოლო მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებს მადლობის ფურცლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ვიქტორინა-კონკურსი მიზნად ისახვადა, თანამედროვეობიდან ზუგდიდის წარსულში მოგზაურობას. მოსწავლე-ახალგაზრდებში მშობლიურ ქალაქზე, როგორც სამეგრელოს ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და კულტურული ცენტრის შესახებ ცოდნის ამაღლებას, ეთნიკურ-ტრადიციული, კულტურული ფასეულობების პატივისცემასა და პოპულარიზაციას.