გზების დეპარტამენტი-რიკოთის ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალზე 88 ხიდი და 51 გვირაბი პარალელურად შენდება


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს.

უწყების ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად იყოფა: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი; ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი; უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი; შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი. დეპარტამენტის ცნობით, 51 გვირაბიდან გაჭრილია 16 გვირაბი, სამშენებლო სამუშაოები სრულად უკვე სამ გვირაბსა და ექვს ხიდზეა დასრულებული.

„მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა, ახლად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს ექვს ხიდსა და სამ გვირაბს. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.

გზის მშენებლობაზე, ამჟამად დასაქმებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა. რიკოთის მოდერნიზება მნიშვნელოვანია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულდება, გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე 2022 წლის ბოლოს იგეგმება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულდება. გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე 2022 წლის ბოლოს იგეგმება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!