- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა ხმათა 58.55%-ით გაიმარჯვა, მისმა მეტოქემ, “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენმა კი ამომრჩევლების ხმების 41.45% მიიღო.
“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რათა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის… ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრა მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ვიცი, რომ ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას.