27 და 28 აპრილს, ევროკავშირის #EU4Culture პროექტის ფარგლებში შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება


  • პრეზენტაციასა და განხილვაზე გიწვევთ როგორც ზუგდიდის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

სტრატეგიის პირველ სამუშაო ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://docs.google.com/document/d/1d6WmmWo2u1jCNKcjf8u-XV9GlD9MsqqD/edit?usp=sharing&ouid=108147368965405312544&rtpof=true&sd=true

შეხვედრები ზუგდიდის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზირი #45).

შეხვედრების განრიგი:
27 აპრილი – 15:00 საათი

28 აპრილი – 15:00 საათი
შემოგვიერთდით და ერთად ვიმსჯელოთ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე და საუკეთესო ვერსია შევიმუშავოთ!

#EU4Culture #Zugdidi4Culture #ZugdidiCultureStrategy


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!