- მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობას საშუალება ექნება, საევაკუაციო ავტობუსებში ტაგანროგსკაიას ქუჩაზე, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანასთან და „შევჩენკოს ბულვართან“ ჩასხდნენ.
„ამ გრძელი და წარმოუდგენლად მძიმე დღეების განმავლობაში თქვენ არაადამიანურ პირობებში ყოფნა მოგიწიათ. იმყოფებოდით საინფორმაციო ვაკუუმში და არ გქონდათ წვდომა არანაირ ინფორმაციაზე,“ – მიმართა მერმა მოქალაქეებს.