- საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 047, „პისიარ“-ტესტით – 1 885.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,03%, ბოლო 14 დღის – 1,63%, ბოლო 7 დღის – 1,36%.