დევნილებმა შიმშილობის მეთერთმეტე დღეს საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. ისინი ამბობენ, რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჩამოსვლამ და მათთან შეხვედრამ დიდი გავლენა იქონია მათზე. დევნილებთან იმყოფებოდნენ დევნილთა სამმართველოს იურისტი ეკა ბაძაღუა და სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, რომლებიც დევნილებს დაპირდნენ ერთჯერად დახმარებებს, შეშის მიტანას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის მოწესრიგებას და სოციალური სტატუსის დაჩქარებულ ვადებში აღდგენას. ამის გარდა, გუშინ მათთან იმყოფებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ქალბატონი ნონა უბილავა, რომელმაც დევნილებს უთხრა, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათთან ერთად დაიწყებს აქციას და აღუქვა, რომ მათი მოთხოვნები ბოლომდე იქნება შესრულებული. დევნილმა ქეთევან ჯობავამ „ზუგდიდელები.გეს“ უთხრა, რომ სოციალური ქულების პასუხები 7 და 8 თებერვალს იქნება ცნობილი და იმედია, ეს გადაწყვეტილება დევნილთა სასარგებლოდ იქნება მიღებული. ამ დილით, მოშიმშილეები, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ვახტანგ ყოლბაიამ გააგზავნა დევნილთა პოლიკლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად. დევნილები იმასაც ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებს დევნილთა სამმართველოს შენობაში გააგრძელებენ. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილები სხვადასხვა მოთხოვნით 11 დღე შიმშილობდნენ.