- დღეს, ზუგდიდის “დროას” ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შესასვლელ კარებს წითელი საღებავი შეასხა.
“აქ მოვედი იმის გამო, რომ როგორც უკრაინის ვიცე პრემიერმა განაცხადა, საქართველო რუსეთს აწვდის კონტრაბანას და საუბარია არა წიწიბურასა და შაქარზე, არამედ საბრძოლო მასალაზე. მე მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს და მის წარმომადგენელს გუბერნატორს გავცეთ პასუხი ამ ქმედებაზე”.-განაცხადა მარიამ სიჭინავამ.