რემონტი ციალა ჯოჯუას ბინაში


ამ დილით, სარემონტო სამუშაოები განახლდა  ციალა ჯოჯუას საცხოვრებელ ბინაში. გუშინ მერიისა და ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შუამდგომლობით “ენერგო პრო ჯორჯიამ” შუქი ჩაურთო. შვილის ლალი ცირდავას განცახდებით, სარემონტო სამუშაოებისთვის ახალი მასალები მოიტანეს, “ჩვენთან სამუშაოები 27დეკემბერს დაიწყო, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო. მუშები მეუბნებიან, რომ სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება.მთავარია, სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს”. მუშა მურთაზ ნაჭყებიას თქმით, სამუშაოებს ხუთკაციანი ბრიგადა ასრულებს. ამ ეტაპისთვის, საპილოე ფიცრები მზადდება, ” გვაქვს ახალი მასალები საფეხურებისათვის, მოვიტანეთ “გიფსოკარდონი” და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხდეს სამუშაოების დასრულება. ჩვენი ხელმძღვანელი, ბატონი მამუკა ციმინტია დღეში რამდენიმეჯერ გვიკავშირდება და ყოველი წვრილმანის საქმის კურსშია, ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ.”

64 დღის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ,  79 წლის ციალა ჯოჯუამ, იმ პირობით, რომ მისთვის სასურველ საცხოვრებელ ფართს დაუკანონებდნენ და გაურემონტებდნენ, აქცია შეწყვიტა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!