დღეს, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე


დღეს,  ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა თენგიზ ქოჩუამ ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ. მან გააკეთა ინფორმაცია, რომ  ქალაქ ზუგდიდის მუნუციპალიტეტის ბიუჯეტში შემოღებულ იქნება რეგიონალური განვითარების ფონდისსახსრებით განხორციელებული პროექტების თანადაფინანსების მიზნით სპეციალური კოდი 0312, სადაც  სინთეზურად აისახება მუნიციპალიტეტის მიერ გასაცემი საბიუჯეტო თანადაფინანსების თანხა 200 000 ლარის ოდენობით.
აქედან გამომდინარე, 20 000 ლარით შემცირდება ქალაქ ზუგდიდის საბავშო ბაღების  რეაბილიტაციისათვის, 80,000 ლარით მრავალბინიანი სახლების  ეზოების  კეთილმოწყობისათვის, 36 0ათასი ლარით გარე განათების მოწყობა- რეაბილიტაციისათვის, 24,0ათასი ლარით მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცისათვის და 40,0ათასი ლარით ქალაქში ტროტუარების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iLJ8Ow9U73s[/embedyt]

სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბართლომე შელიამ ისაუბრა, ფეხით გადასასვლელ გზაზე, რომელიც “კოკა კოლას” შენობის წინაა გახსნილი. შელიას განცხადებით, ფრაქცია შეხვდა მიწისქვეშა გადასასვლელში მომუშავე მოვაჭრეებს და მათი განცხადებით, ვაჭრობის დაბალი ბრუნვის მიზეზი სწორედ ეს  გახსნილი გზაა – მოქალაქეები არ სარგებლობენ გადასასვლელით და იქ ვაჭრობაც არ არის სათანადო.  დეპუტატის აზრით, ამ საკითხზე კითხვის ნიშნებია და საჭიროა დროული რეაგირება. “ეს გზა გაიხსნა დროებით იმიტომ რომ რემონტი იყო მიწისქვეშა გადასავლელში. დამთავრდა რემონტი, ეს გადასასვლელიც უნდა დაკეტილიყო.” ამ თემასთან დაკავსირებით, დეპუტატმა ლაშა ფარცვანიამაც გამოთქვა ზრი, რომ ეს გზა ტანსპორტსაც უქმნის პრობლემებს.

სხდომაზე განხილულიქნა აგრეთვე საკითხი “განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!