28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება


  • საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექვემდებარებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას.

უწყების ცნობით, 2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

“მიმდინარე წლის 28 მარტამდე მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის მოქმედებს რეგისტრაციის გამარტივებული წესი. გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც”.-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!