რა ოდენობის ხელფასები აქვთ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ზუგდიდში


  • საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, “ზუგდიდელებმა”, მოიძია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 26 ნოემბრის  N 23 და N 24 დადგენილებები, რომლითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძველმა, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ განსაზღვრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N23 -ის თანახმად, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოები შემდეგია:

  • საკრებულოს თავმჯდომარე – 5060 ლარი,
  • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3960 ლარი,
  • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 3190,
  • საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 2750  ლარი,
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2420 ლარი,
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 1980 ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N24 – ის თანახმად, რომელიც ასევე 2022 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა კი გამოიყურება შემდეგნაირად: პოლიტიკური თანამდებობის პირები:

  • მერი – 5500 ლარი,
  • მერის პირველი მოადგილე – 4400 ლარი,
  • მერის მოადგილე – 3850 ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დადგენილებებში N23-ში და N24-ში განსაზღვრულია აგრეთვე საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციების თანამშრომელთა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებისა და ასისტენტების სარგოები.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლების ყოველთვიური სარგო წარმოადგენს 1500 ლარს, წარმომადგენლების ასისტენტების კი, 1100 ლარს.

ძველი საკრებულოს წევრებმა, 2021 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე ცვლილება შეიტანეს მათ, მიერ 2017 წლის 14 ნოემბრის N5 და N6 დადგენილებებში.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალუტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის N1 დადგენილების თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2650 ლარს, 2018 წლის 5 იანვრის N2 დადგენილებით კი, მუნიციპალიტეტის მერის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 2750 ლარს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!