- საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
„მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.