- საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 364, „პისიარ“-ტესტით – 2 365.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,65%, ბოლო 14 დღის – 15,64%, ბოლო 7 დღის – 12,69%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 635 509 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 585 885 გამოჯანმრთელდა, 16 554 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 832 994 აცრა, დღიურად აცრილია 603.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 443 პირი.