ომის დაწყებიდან დღემდე 79 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა


  • უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს 79 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაშავებული.

მათივე ცნობით, ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმში, ხერსონსა და ჟიტომირში. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს სრული მონაცემები არ არის.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელი მონაცემებით, 280 სასწავლო დაწესებულებაა განადგურებული, მათგან ცხრა შენობა სრულიად დანგრეულია, ასევე განადგურებულია 10-მდე ბავშვთა საავადმყოფო.

„შვიდი მილიონი ბავშვი უკრაინაში რუსეთიდან წარმოებული საომარი მოქმედებების გამო განათლების მიღების გარეშე დარჩა“, – წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!