გიორგი თოდუა: ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში


“ზუგდიდიელები.გე”-მ სარწმუნო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ დღეებში, ციალა ჟოჯუას ოჯახში შეწყდა ხელისუფლებისგან შეპირებული, მისი საცხოვრებელი სახლის რემონტი. წყარო იმასაც იტყობინებოდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ციალა ჯოჯუას შვილი ლალი ცირდავა უნდა შეხვედროდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი თოდუას.
ჩვენც დავუკავშირდით ბატონ გიორგის, რომელმაც დაადასტურა, რომ  ციალა ჯოჯუას ოჯახში დიდთოვლობის გამო იყო შეწყვეტილი შესაკეთებელი სამუშაოები: “ჩვენ ვართ საქმის კურსში და ჩართული ვართ ამ პროცეში. სამუშაოები შეწყვეტილი იყო დიდთოვლობის გამო და განახლდება ხვალ. არ არის თანხის პრობლემა. საჭიროების შემთხვევაში, რემონტისათვის დამატებითი თანხების გამოყოფაც შეგვიძლია. ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკება მიმდინარეობს “ენერგოპროჯორჯიას” ხელმძღვანელობასთან და უახლოს ხანებში მიენიჭება ამ ოჯახს აბონენტის სტატუსი.”

“ზუგდიდელები.გე” დაუკავშირდა “კეთილმოწყობის” სამსახურის უფროსს მამუკა ციმინტიას, რომელმაც გვითხრა, რომ სარემონტო სამუშაოები ოთხკაციანი ბრიგადის მიერ ხვალიდან განახლდება ციალა ჯოჯუას სახლში და დასრულდება უახლოეს ხანებში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!