ხვალ! საშობაო-საქველმოქმედო საღამო “ერთსულოვნება”


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ზუგდიდის განვითარების ფონდ „ერთსულოვნებისა“ და „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით 12 იანვარს, 18:00 საათზე ზუგდიდის კულტურის ცენტრის “ოდიშის” საკონცერტო დარბაზში გაიმართება ტრადიციული საშობაო-საქველმოქმედო საღამო “ერთსულოვნება.”

„კონცერტში მონაწილეობენ მარიამ ლიკლიკაძე, თათია ყურაშვილი და სხვა მომღერლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები.

ღონისძიების მიზანია, სასულიერო პირებისა და საერო ხელისუფლების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორების, ასევე რეგიონის საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, იმ შესაწირავით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გავიღებთ, გავუწიოთ დახმარება რეგიონში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ და მზრუნველობა მოკლებულ ადამიანებს, გავულამაზოთ და ავუმაღლოთ მათ სადღესასწაულო განწყობა.

ეს ღონისძიება გვაძლევს შესაძლებლობას დავანახოთ მათ ჩვენი სიყვარული, ერთობა და თანადგომა. გვჯერა, რომ გულმხურვალებით მიიღებთ ჩვენს ინიციატივას დააქტიურად ჩაერთვებით ამ საქველმოქმედო საქმეში.

ერთსულოვნებით განვავითაროთ ზუგდიდი!“  – აცხადებს ფონდის პრეზიდენტი დავით შამათავა.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები:

livepress.ge, radioatinati.ge, smo.ge, odishi.ge, zugdidelebi.ge

ბილეთის ფასი: 10 ლარი.

საბანკო რეკვიზიტები: ზუგდიდის განვითარების ფონდი “ერთსულოვნება”

ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE43LB0115115478038000


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!