- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს თანამშრომლებმა მდინარე ჩხოუშის სანაპირო ზოლისა და გულუას სახელობის პარკის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.
“მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები ქალაქის ქუჩებში საკმარისი რაოდენობითაა განთავსებული და მათი დაცლა სისტემატიურად ხორციელდება, მოსახლეობის ნაწილი ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ან მდინარეში ყრის. მივმართავთ მოსახლეობას. ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. ნაგავი მოათავსეთ სანაგვე ურნაში. დაბინძურებული გარემო საშიშია ცოცხალი ორგანიზმების (ადამიანი, ცხოველი, მცენარე) ჯანმრთელობისთვის.” -ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, გარემოს დანაგვიანება-დაბინძურება ისჯება კანონით.