- აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა 497 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა. ვირუსით გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში ინფიცირების 50 412 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 635, გამოჯანმრთელდა 42 006 ადამიანი.