თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი და გიორგი გუგუჩია აფხაზეთის ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ


  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლად დანიშნული მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სამუშაო ვიზიტით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ.

მინისტრებს ადგილზე არსებული ვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გააცნო. ვიზიტში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. ვიზიტი, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების – კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით, ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობას და სამომავლო ხედვებზე ერთობლივ მსჯელობას ისახავდა მიზნად.

თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი, გიორგი გუგუჩია და რუსლან აბაშიძე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ესტუმრნენ, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება.

მინისტრები და სახელმწიფო რწმუნებული კლინიკის მედპერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, ადგილზე, მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!