- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს: – ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები; – პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი; – აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
“რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.