რუხის კლინიკაში გარდაიცვალა 5 პაციენტი


  • სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსით რუხის კლინიკაში გარდაიცვალა 5 პაციენტი. გარდაცვლილებიდან ორი –  53 წლის და 77 წლის ქალები ზუგდიდის მცხოვრებლები იყვნენ.

ასევე, 2 პაციენტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან იყო, 1 კი აბაშიდან.

რუხის კლინიკაში იმყოფება 87 კოვიდ პაციენტი. მათ შორის 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 71 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 − 6 =

Akismet ანტისპამი