ბოლო 24 საათში, კორონავირუსით, საქართველოში, 71 პაციენტი გარდაიცვალა


  • Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 925 354-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 + 13 =

Akismet ანტისპამი