ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა


  • კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ “ზუგდიდელებთან” განაცხადა: “გუშინ, მეოთხე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე პედაგოგს და მოსწავლეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სკოლა დღეიდან, 7 დეკემბრიდან, 14 დეკემბრის ჩათვლით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მეოთხე საჯარო სკოლის გარდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არცერთი სკოლა არ იმყოფება დისტანციურ სწავლებაზე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 + thirteen =

Akismet ანტისპამი