სექტორული შეხვედრები კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის შესამუშავებლად


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესაქმნელად  სექტორული სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

დღეს გამართულ შეხვედრას, კულტურული მემკვიდრეობის, მუზეუმის, კულტურული ტურიზმისა და გასტრონომიის სფეროს, სახელოვნებო განათლების, ლიტერატურისა და საგამომცემლო საქმიანობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ექსპერტ კონსულტანტმა ლევან ხარატიშვილმა, აუდიტორიას კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია წარუდგინა.

კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების  გზამკვლევი  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია, რომელსაც  მუნიციპალიტეტის მერია წარმართავს.

კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შემუშავდება 2 დოკუმენტი:

1. ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5 წლიანი სტრატეგია 2022-2026 წლები.

2. ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2 წლიანი სამოქმედო გეგმა 2022-2023 წლები.

ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე და ინკლუზიურ სამუშაო პროცესს.

სამუშაო პროცესის შედეგად მიღებულ ორივე დოკუმენტს (ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026 და ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2022-2023) ამტკიცებს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა ზუგდიდის კულტურის  სექტორის ძლიერი მხარეები დაასახელეს. ასევე გაიმართა დიალოგი კულტურის სხვადასხვა მიმართულების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

აღნიშნული გზამკვლევი პროექტის „EU4Culture” მხარდაჭერით შემუშავდა, რომელიც ევროკავშირის კულტურისა და შემოქმედებითობის ახლებური გააზრება ადგილობრივი განვითარებისათვის.

“პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტ EU4CULTURE-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!