იუსტიციის სახლი – ელექტრონული QR კოდის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის


  • იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ელექტრონული QR კოდის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის.

„გაააქტიურე ციფრული კოვიდპასპორტი. ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარაა.

გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდსერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდბარათის ქონა საჭირო აღარ არის.

აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს; უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს; თქვენი ინფიცირების სტატუსს“, -ნათქვვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აპლიკაციის გადმოსაწერად გამოიყენეთ ლინკები: iPhone-apps.apple.com და Android-play.google.com


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!