2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება


  • პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.

როგორც პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში.

მოპედების რეგისტაციას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი. მისივე თქმით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!