14 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1,491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო


  • 2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 1,491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 613 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 166%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).”-ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!