- სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 21:34 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 17 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი ინფორმაციით, 3.5 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.